Wednesday, June 16, 2010

მესხური დიალექტები



 1.პროექტის სახელი: მესხური დიალექტები; 

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში აღწერილია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ რეგიონში არსებული კილო;

3.პროექტის სრული აღწერა: ამჟამინდელი მესხეთი ისტორიულად სამცხედ იწოდებოდა. საკუთრივ მესხეთი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა–მტკვრისა და ჭოროხის ხეობებში მდებარე კუთხეებს:სამცხეს, შავშეთს,კლარჯეთს,ტაოს,აჭარას. . . დღევანდელი გაგებით კი სამ –ცხე დამესხეთი ერთმანეთის ფარდ ტერმინებადაა გამოყენებული. 

ახლანდელი მესხეთი ნაწილია ზემო ქართლისა, მდებარეობს მტკვრის ხეობაში. სამცხეში ამჟამად ცხოვრობენ საქართველოს ზოგიერთი კუთხიდან გადმოსახლებული რაჭველები,იმერლები, მთიულები,აჭარლები. . .ასე რომ, დღევანდელი სამცხის ტერიტორიაზე ქართული ენის სხვადასხვა დიალექტური  მეტყველება ისმის. ასეთ ვითარებაში,რა თქმა უნდა,არ გამოირიცხება დიალექტთა ურთიერთზეგავლენა,მით უფრო დიალექტურ მეტყველებაზე სალიტერატურო ენის გავლენა.მიუხედავად ამისა,სამცხურ კილოს დაცული აქვს ის დვრიტა, რომელიც მას სხვა ქართულ კილოთაგან გამოარჩევს.

მესხურ დიალექტში ხშირად გამოიყენება იოტა, მაგ.:ელენეი,ნიკოი და სხვა.

უმლაუტიანი ხმოვნებიც: ო, უ, მაგ.:ჩვენ–ჩონ, კვიცი–კუცი, კვერცხი–კორცხი და სხვა.

ნიშანდობლივია ხმოვანთა ფშვინვიერი შემართვა:ჰაკვანი, ჰეკალი, ჰამბობენ...

მესხურ თანხმოვნებს მრავალფეროვანი ფონეტიკური ცვლილებები ახასიათებს.თანხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია.მაგ.:ხიდს–ხითს,ასჯერ–აშჯერ და სხვა.

....

4.XI კლასის მოსწავლეები.

5.ერთი თვე.

6.გაიზარდა მოსწავლეთა აქტიურობის ხარისხი,საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ისწავლეს ფაქტებზე დაყრდნობით,ისწავლეს კითხვების დასმა და დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

7.გამდიდრდება არსებული მესხური ჩანაწერები,აშკარად გამოჩნდება,თუ რა ცვლილებები განიცადა წლების განმავლობაში მესხურმა დიალექტმა.

8.დაინტერესებული პირი ნახავს არსებულ პროექტს და გაეცნობა მესხურ დიალექტებს.

9.ქართული ენა;

10.ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები;

11.ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევები, განუვითარდებათ დაკვირვების უნარი. ისწავლიან შედარებას.

12.პროექტის ფასილიტატორი:მარეხ ბერიძე.

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:marexiberidze@gimail.com